საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება, გუდაური–კობის მონაკვეთზე კი გადაადგილება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იქნება შესაძლებელი