თბილისში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. "საახალწლო სოფელში", რომელიც ორბელიანის მოედანს, მიმდებარე ქუჩებსა და დედაენის ბაღს მოიცავს, "საშობაო ბაზარი", 7 იანვრის ჩათვლით მოეწყობა . ადგილზე ასევე წარმოდგენილი იქნება გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, "საახალწლო ქალაქის" პავილიონი, ილუზიონისტების შოუ, თოჯინების თეატრის სახალწლო პერფორმანსი და გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი. საღამოობით სხვადასხვა ბენდისა და ანსამბლის კონცერტები მოეწყობა, რის შემდეგაც დამსწრეებს ელექტრონული მუსიკის მოსმენა შეეძლებათ.. პატარებს დედაენის ბაღში თოვლის ბაბუაც დახვდებათ.