უკრაინაზე თავდასხმები მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს მათ, ვისაც სჯერა, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებითაა დაინტერესებული, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„ნებისმიერს, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაინტერესებული, უკრაინისკენ ბოლო 24 საათში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს. თავდასხმები კიდევ უფრო ცინიკურია იმისდა გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსიურობა საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა. უკრაინის სული ვერ გატყდება. ევროკავშირი უკრაინასთან ერთად დგას,” - წერს მიშელი