უკრაინაში აშშ-ის ელჩი - პუტინის შესაჩერებლად უკრაინას უნდა დავეხმაროთ - Palitra News

უკრაინაში აშშ-ის ელჩი - პუტინის შესაჩერებლად უკრაინას უნდა დავეხმაროთ

2024-01-02 14:34:01+04:00

პუტინის შესაჩერებლად უკრაინას უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.

„პუტინი 2024 წელს კიევისა და მთელი ქვეყნის მიმართულებით რაკეტების გაშვებით ხვდება, მაშინ როცა მილიონობით უკრაინელი სიცივისგან დასაცავად თავს თავშესაფარს აფარებს“, - წერს ბრიჯიტ ბრინკი X-ზე.

უკრაინაში აშშ-ის ელჩი დღეს დილით, რუსების მიერ კიევსა და ხარკოვზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო შეტევას გამოეხმაურა.

„პუტინის შესაჩერებლად ახლა უკრაინის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.