რუსებმა უკრაინას 35 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს - Palitra News

რუსებმა უკრაინას 35 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს

2024-01-02 11:06:31+04:00

რუსული ძალები უკრაინას წუხელ Shahed-ის 35 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან გაუშვეს.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა კიევსა და მიკოლაივში ხანძრები გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.