ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმებს განაგრძობს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი სპიკერი, ავიჩაი ადრეი ავრცელებს. მისი თქმით, „ჰეზბოლას“ მიერ გასროლილი რაკეტების დაახლოებით, 80% ლიბანის ტერიტორიაზევე ჩამოვარდა. პალესტინის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე ისრაელის თავდასხმებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის ჯარები ქალაქში ეტაპობრივად წინ მიიწევენ და „ჰამასის“ გამაგრებებს იკავებენ. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაჯგუფების გვირაბი ააფეთქეს. BBC-ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზას სექტორში სულ მცირე 21 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც სექტორის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.