საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე წითელი ცირკულარით ძებნილი პირის პოლონეთიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. გამოძიებით დადგინდა,რომ 2020 წლის 2 ივლისს, მსჯავრდებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა , ფიზიკურად გაუსწორდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. ძებნილი პირი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ დაუსწრებლად ცნო და 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.