ბიძინა ივანიშვილის პირველი კომენტარი მედიასთან ყრილობის დასრულების შემდეგ - Palitra News

ბიძინა ივანიშვილის პირველი კომენტარი მედიასთან ყრილობის დასრულების შემდეგ

2023-12-30 14:46:44+04:00

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. გადაწყვეტილება ცნობილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდა. თანაგუნდელებმა ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ბევრი არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, პარტია გაძლიერებას საჭიროებს. ივანიშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ კომენტარი მედიასთან გააკეთა.