პირველი იანვრიდან სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო ხდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა და ის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შედის. დადგენილებით დამტკიცდა გზის იმ მონაკვეთების ჩამონათვალიც, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებისზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება. ზამთრის საბურავები კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 5 ქულით შეუმცირდება.