დღეს 14 საათზე 350-მდე დელეგატის მონაწილეობით "ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, სამუშაო რეჟიმში განიხილავენ საერთო პოლიტიკურ და საპარლამენტო არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც კობახიძემ განმარტა, ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც განახლდება, პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში განსაზღვრული 20 წევრის ნაცვლად 15 წევრი აირჩევა.