ირანში ოთხი ადამიანი, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, ისრაელის ეროვნული სადაზვერვო სამსახურისთვის, „მოსადისთვის“ მუშაობდნენ სიკვდილით დასაჯეს. ირანული მედიის ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ქმედებები ჩაიდინეს და მათ სიკვდილის დასჯას წინ სასამართლო პროცესი უძღოდა. დასავლეთსა და ისრაელში ირანს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. თეირანი ბრალდებებს უარყოფს.