ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების საკითხი კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის სამოქმედო გეგმას კვალვაც აკრიტიკებენ და აცხადებენ რომ ქართული ოცნება 9 რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. თავისმხრივ მმართველ გუნდში კი ამბობენ რომ აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან უსაგნო კრიტიკას ისმენენ. აღსანიშნავია ისიც რომ საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართა სადაც კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცბობს.