ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების საკითხი კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის სამოქმედო გეგმას კვალვაც აკრიტიკებენ და აცხადებენ რომ ქართული ოცნება 9 რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. თავისმხრივ მმართველ გუნდში კი ამბობენ რომ აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკას ისმენენ. აღსანიშნავია ისიც რომ საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა კომიტეტიც იმართება სადაც კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სამომავლო გეგმას წარადგენს. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით.