შპს "თბილსერვის ჯგუფის" 120 თანამშრომელი მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის დააჯილდოვეს - Palitra News

შპს "თბილსერვის ჯგუფის" 120 თანამშრომელი მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის დააჯილდოვეს

2023-12-29 12:18:43+04:00

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 120 თანამშრომელი მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის დააჯილდოვეს. კომპანიის თანამშრომლებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ სიგელები და კალათები გადასცა. მან თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.