ენტონი ბლინკენი მექსიკაში იმყოფება - მედიის ინფორმაციით,  თეთრი სახლის ადმინისტრაცია ცდილობს, მექსიკის მთავრობას მიგრანტთა ნაკადის შემცირებაში დაეხმაროს - Palitra News

ენტონი ბლინკენი მექსიკაში იმყოფება - მედიის ინფორმაციით,  თეთრი სახლის ადმინისტრაცია ცდილობს, მექსიკის მთავრობას მიგრანტთა ნაკადის შემცირებაში დაეხმაროს

2023-12-28 19:25:26+04:00

ენტონი ბლინკენი მექსიკაში იმყოფება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით მართავს. მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია ცდილობს, მექსიკის მთავრობას მიგრანტთა ნაკადის შემცირებაში დაეხმაროს. ამ დროისათვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვართან რამდენიმე ათასი მიგრანტი იმყოფება. არალეგალური მიგრაცია შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.