ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგალოევი აცხადებს რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შესაძლებლობა არ არის. გაგლოევმა ცხინვალში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა რუსეთთან მიერთების საკითხზე. მისი თქმით, ეს თემა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს, კვლავ დღის წესრიგშია, თუმცა, მან დაამატა, რომ „არ არის საჭირო ხალხის მოტყუება“, რადგან ამჟამად საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არ არის.