რუსეთმა ბიჭვინთა წაიღო - ანექსიის პირველი ფაქტი თბილისისთვის, პროტესტი აფხაზეთში. 27 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადაეცა. ნაგებობები და 160 ჰექტარი ფართობის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადავიდა. ადგილობრივების განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა ქვეყნის საზღვაო ნაწილთან და უნიკალურ ნაკრძალთან წვდომა დაკარგეს. კიდევ რას ამბობენ ადგილობრივები და რას აცხადებენ ამასთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები, ამას სალომე ჯაფარიძე გვეტყვის.