პოლონეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტისთვის ემზადება. ამის შესახებ მან საზღვარზე პოლონელი გადამზიდველების პროტესტის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ამავდროულად, ტუსკს არ დაუკონკრეტებია კიევში ვიზიტის ზუსტი თარიღი.
“ცოტა მეუხერხულება ამის თქმა, ვინაიდან, ვიცი სიტუაცია, რომელშიც იმყოფება პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი უკრაინა. არასწორია კიევში ჩასვლა და მთელი ვიზიტის პოლონეთის სატრანსპორტო საკითხებისთვის დათმობა, მაგრამ ამ ვიზიტს ისე მოვამზადებთ, რომ პრეზიდენტთან [ზელენსკისთან] ჩემი შეხვედრის დროს გასაგები იყოს თუ რისი მიღწევა გვსურს”, - განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის სთხოვს მძღოლებს სასაზღვრო პუნქტები არ დაბლოკონ “კონკრეტულად ომის გამო”. ტუსკმა, ასევე, აღნიშნა, რომ ვითარება დრამატულია და ის ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია, რათა პოლონელ გადამზიდველებს ცხოვრება გაუმარტივოს.