ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს, საბრძოლო მასალის წარმოებისა და ატომური იარაღის სექტორს აშშ-ის „უპრეცედენტო კონფრონტაციული ქმედებების დასაპირისპირებლად“ ომის მზადების დაჩქარება დაავალა. ქვეყნის მმართველი პარტიის მთავარ შეხვედრაზე ახალი წელს დაგეგმილ პოლიტიკაზე საუბრისას, კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ ფხენიანი "ანტიიმპერიალისტურ დამოუკიდებელ" ქვეყნებთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააფართოებს. კიმმა შეხვედრის დროს ახალი წლის ეკონომიკურ მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი გადამწყვეტია ქვეყნის განვითარების 5-წლიანი გეგმის შესასრულებლად.