როგორ მიმდინარეობს ურბანული კომისიის სხდომა თბილისის საკრებულოში - Palitra News

როგორ მიმდინარეობს ურბანული კომისიის სხდომა თბილისის საკრებულოში

2023-12-28 12:29:00+04:00

ურბანული კომისიის სხდომა თბილისის საკრებულოში დაძაბულობისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის კრიტიკას ის სადაო პროექტი იწვევს, რომელიც ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ორი 50-სართულიანი ცათამბრჯენის აშენებას ითვალისწინებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ გეგმის უკან ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოვებული პირები დგანან, რომლებიც ქალაქის კეთილდღეობას საკუთარ ინტერესებს სწირავენ.