"ელჩების კონფერენცია 2023" სამუშაო ფორმატში გრძელდება. დღევანდელი დისკუსიის თემა იყო ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ფონზე. ასევე, შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილეებთან, მონაწილეებმა იმსჯელეს სახელმწიფოს პოლიტიკაზე, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ, განიხილეს ამ კუთხით არსებული გამოწვევები და ისაუბრეს ქართული დიასპორის გაძლიერებისთვის არსებულ სამომავლო გეგმებზე.