ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადაიყვანა. მთელ რიგ გასატარებელ რეფორმებთან ერთად, ახლა ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განსაკუთრებული სამუშაო აქვს. ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ მიმართულებით მონიტორინგს ახორციელებს, სახალხო დამცველის აპარატია. ლევან იოსელიანი „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს, მათ შორის იმაზე, თუ რა გამოწვევებისა და პრობელების წინაშეა ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. სახალხო დამცველი ინტერვიუში საქართველოს მესამე პერზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობასაც აფასებს და სურვილის შემთხვევაში, მის მოსანახულებლად მზადყოფნას გამოთქვამს. კიდევ რა გამოწვევებს ხედავს ლევან იოსელიანი ქვეყანაში და რა მიმართულებებზე აპირებს ის მომდევნო წელს მუშაობას, აღნიშნულზე „ინტერპრესნბიუსის“ ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა ისაუბრებს. სწორედ, ის შეხვდა სახალხო დამცველს.