ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებელ მთავრობის სამოქმედო გეგმას ოპოზიცია კვლავ აკრიტიკებს. პარალელურად სამოქმედო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაიწყეს საუბარი იმაზე თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი და როდიდან შეიქმნება რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფები. ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს, მეორე ნაწილის თქმით კი გადამწყვეტი ეტაპი სწორედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება. თავისმხრივ მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან რომ 9 დათქმას ზედმიწევნით შეასრულებენ. კიდევ რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.