2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება - Palitra News

2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება

2023-12-27 16:39:54+04:00

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 100-მდე ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის.აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულები , სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავად შეარჩევენ.პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხორციელდება.