თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავეს, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია - Palitra News

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავეს, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია

2023-12-27 16:37:23+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავეს, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა,დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის, ირანის, რუსეთის, იორდანიის, ეგვიპტის და ერიტრეას მოქალაქეები.