ქალაქის განადგურება და ურბანული გენოციდი - ოპოზიცია ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ორი ცათამბრჯენის აშენების გეგმას აფასებს - Palitra News

ქალაქის განადგურება და ურბანული გენოციდი - ოპოზიცია ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ორი ცათამბრჯენის აშენების გეგმას აფასებს

2023-12-27 15:17:56+04:00

ქალაქის განადგურება და ურბანული გენოციდი - ასე აფასებს ოპოზიცია ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ორი ცათამბრჯენის აშენების გეგმას. თემასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში ბრიფინგი გამართეს “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მასთან დაახლოვებული პირების ხელით დედაქალაქს ანადგურებს.