ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირების საკითხს მხარი დაუჭირა - როგორ აფასებს საკითხს პოლიტიკური სპექტრი - Palitra News

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირების საკითხს მხარი დაუჭირა - როგორ აფასებს საკითხს პოლიტიკური სპექტრი

2023-12-27 15:10:51+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირების საკითხს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას კი მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. აღნიშნულ საკითხს შეფასებეები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.