ქალაქის განადგურება და ურბანული გენოციდი - ასე აფასებს ოპოზიცია ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ორი ცათამბრჯენის აშენების გეგმას. თემასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში ბრიფინგი გამართეს “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მასთან დაახლოვებული პირების ხელით დედაქალაქს ანადგურებს.
მათივე განმარტებით, ამ გეგმის განხორციელება პრობლემებს შექმნის როგორც ეკოლოგიური, ისე სატრანსპორტო პოლიტიკის თვალსაზრისით.