Associated Press-ის ინფორმაციით, თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის შემდეგ, საკითხს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა განიხილავს. შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა უმრავლესობა სჭირდება. კენჭისყრის სავარაუდო თარიღი უცნობია. შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი რატიფიცირებისთვის პარლამენტს ოქტომბერში გადასცა.