მოახერხებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია 9 დათქმის გარშემო გაერთიანებას ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მთავარი ნოთხოვნა კოორდინაცია და მხარეების ერთად მუშაობაა, ოპოზიციას არ აქვს იმედი, რომ “ქართული ოცნება” დათმობაზე წამოვა და ოპონენტებთან ითანამშრომლებს. მათივე განმარტებით, რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, რომელიც ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებს და სტრატეგიული პარტნიორების მითითებებს არ ითვალისწინებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნების პორობებში 2024 წლის არჩევნები განსაკუთრებულად რთული და აგრესიული იქნება.