2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას, საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი აჟიოტაჟის ატეხვას უწოდებს. დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას კონკრეტული პროცედურები განსაზღვრული აქვს, მთავრობა კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მისივე განმარტებით, არჩევნები წინა წლების მსგავსად, 2024 წელსაც უხარვეზოდ და წარმატებით ჩაივლის.