პარტია "ლელო" თავს ალტერნატიულ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს. პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის გამაერთიანებლის როლის შესრულება მხოლოდ მათ შეუძლიათ. აღნიშნულის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ლელო“ ოპოზიციურ ველზე მთავარ მოთამაშედ უნდა გადაიქცეს. მმართველ პარტიაში „ლელოს“ პოლიტიკურ ამბიციებს არასერიოზულად აღიქვამენ. სხვა ოპოზიციური პარტიები კი "ლელოს" დაბალ რეიტინგს იხსენებენ და მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებენ, რომ პოპულისტური განცხადებებისგან თავი შეიკავოს.