ნოემბერში არასაბანკო და ვადიანი დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ნოემბრის ბოლოსთვის 50 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 1.17%-ით, ხოლო თანხობრივ მაჩვენებელში 581 მლნ ლარზე მეტია წინა თვის მაჩვენებელზე. „ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 0.14%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.86%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.25 პროცენტი, ხოლო რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.2 პროცენტი შედგინა“,- ნათქვამია ფინანსური რეგულატორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.