საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ყოველწლიური შეკრება სახელწოდებით „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" დაიწყო. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. მასში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ჩაერთვებიან.