უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. კანონის ტექსტი, სხვადასხვა საკითხთან ერთად, საბრძოლო მოვალეობის შესრულებისთვის მობილიზებულთა ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირებასაც ითვალისწინებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19-ტ დეკემბერს განაცხადა, რომ სამხედროებმა კიდევ ნახევარი მილიონი უკრაინელის მობილიზება შესთავაზეს, მაგრამ ეს იყო უაღრესად მგრძნობიარე საკითხი, რომელსაც სამხედროები და მთავრობა განიხილავდნენ, სანამ გადაწყვეტდნენ, გაეგზავნათ თუ არა აღნიშნული წინადადება პარლამენტისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას სურდა, რომ დამატებითი ხალხის მობილიზებისთვის მეტი არგუმენტის მოესმინა.