ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მმართველ პარტიასთან საუბარს გამორიცხავს. ამის მიზეზად, პარტია „ლელო", ხელისუფლების, როგორც თავად ამბობენ, „პრორუსულ რიტორიკასა“ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ განცხადებებს ასახელებს. ოპოზიციის ნაწილი კი ხელისუფლების შეთავაზებულ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას თანხმება. ზოგიერთი ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟი შეწყვიტოს.