რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებისთვის. 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, მთავრობამ ერთი თვის შემდეგ გასაჯაროვა. დოკუმენტში გაწერილია 9 დათქმა, აქტივობები, ვადები და ის პასუხისმგებელი ორგანოები, რომლებმაც რეფორმებზე უნდა იმუშაონ. მთავრობის გეგმით, ევროინტეგრაცთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში, ყველა საპარლამენტო პარტია უნდა ჩაერთოს. მთავრობის გეგმამ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დიალოგს ხელი შეუწყოს. „ქართული ოცნების“ გეგმის ნაწილია, 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირი-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევაც. სასამართლო რეფორმაზე ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებისთვის, მმართველი პარტია საკანონმდებლო ცლილებებს აანონსებს.