საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორულ საგრანტო პროგრამის - "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" ფარგლებში მორიგ კონკურსს აცხადებს. ამ მიზნით დღეს უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიგრაციის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად 2018 წლიდან ხორციელდება. მასში მონაწილეობის მიღება იმ ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და დროებით სასწავლებლად არიან წასულები.