დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული - Palitra News

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული

2023-12-25 15:38:04+04:00

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.