გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მათ შორის ძლიერი თოვა, ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ელექტრო გადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი 6 ბალამდე შტორმი. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.