შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების მრევლს!
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ–ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს.
ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!",- წერს პრეზიდენტი.