უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით, რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად. მისი განცხადებით, ამ კვირაში დამტკიცცდა რამდენად ეფექტიანია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება. ზელენკი მადლობას უხდის ყველა იმ ქვეყანას ვინც უკრაინის დახმარებას აგრძელებს. ცნობისთვის, 22 დეკემბერს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ მიმართულებაზე სამი რუსული სუ-34 თვითმფრინავი გაანადგურეს.