გარდაბნის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე წააქცია. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში წერს, დაზიანდა ნაძვის ხის რკინის კონსტრუქცია და ღერძი. ადგილზე მუშაობდნენ სპეციალური სამსახურები. მერიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.