ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ბეთლემში კათოლიკე მორწმუნეები შობას არ აღნიშნავენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. როგორც ბეთლემში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის პასტორი აცხადებს, ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა. მათივე ცნობით, ბეთლემში ნაძვის ხის განათების ცერემონიაც არ გაიმართება. ტურისტების შემცირებული რაოდენობა ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. 2023 წლის პირველ 9-ა თვეში მილიონზე მეტმა ტურისტმა დაათვალიერა. თუმცა, „ჰამასის“ მიერ ისრაელში დაწყებული თავდასხმის შემდეგ, ტურისტები ბეთლემში თითქმის აღარ ჩადიან.