პარტია „ლელომ“ რიგით მე-2 ყრილობა ჩაატარა, სადაც დელეგატებმა პარტიის პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს. „ლელოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ პარტიაში შიდა დემოკრატია მაღალ ნიშნილზეა და ამის მაგალითად მათ პარტიაში გამართულ არჩევნები მოჰყავთ. მათივე შეფასებით, „ლელოს“ შეუძლია, რომ პოლიტიკაში ახალი პროფესიონალი კადრები შემოიყვნოს, რაც ქვეყანაზე კარგად აისახება.