ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე ამჯერად სამეგრელოში, ხობისა და სენაკის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე ამჯერად სამეგრელოში, ხობისა და სენაკის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

2023-12-23 18:49:53+04:00

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად, ისინი სამეგრელოში, ხობისა და სენაკის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ. ხაბეიშვილის განცხადებით, წლის შემაჯამებელი შეხვედრები ყველა რეგიონში გაიმართება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, პარტია, მომავალი წლის არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც, როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება და ამ მიმართულებით, “ნაციონალური მოძრაობა” და “გამარჯვების კოალიცია” ყველაფერს გააკეთებს.