საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, კომიტეტში 20-დან 25-მდე ადამიანი უნდა იყოს და ასევე მუდმივი სათათბირო უნდა შეიქმნას. ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიების წარმომდგენლები გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მესამე პრეზიდენტის ინიციატივას არ უერთდება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიიციური პარტიების კომუნიკაცია და კონსულტაციები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.საკითხზე საუბრობენ ქართული ოცნების წევრებიც. ისინი მესამე პრეზიდენტის ინიციატივის განხორციელების პერსპექტივას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ აღნიშნულს მომხრეები ოპოზიციურ პარტიებშიც არ ჰყავს.