ევროკავშირის 9 დათქმის შესასრულებლად ოპოზიციური პარტიები გამოსავალს საზოგადების აქტიურობაში ხედავენ. მათი შეფასებით, მმართველ პარტიას 9 დათქმის შესრულებისთვის არანაირი მზაობა არ გააჩნია - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დათქმებზე მუშაობა უნდა აიძულოს. ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას იმ ნაბიჯებზე ამახვილებენ, რომელებმაც ქვეყანა შემდეგ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათი განცხადებით ევროკომიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად მიმდინარე პროცესები ღია იქნება და მასში მონაწილეობა ყველა იმ ადამიანს შეეძლება, რომელსაც ქვეყნის ევროინტეგრაცია რეალურად სურს.