ვებრძვით შიმშილს - ამ სახელწოდებით მოძრაობა “ხმა-მ” პირველ გიმნაზიასთან აქცია გამართა. პროტესტის მონაწილეები სკოლებში უფასო კვების დაწყებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ეს სასწავლო პროგრამის ათვისების პროცესში, ბავშვებს უფრო პროდუქტიულს გახდის. მათივე მტკიცებით, საქართველოში ხშირად დასაქმებულებიც კი შიმშილობენ, ხოლო უმუშევრებისთვის არ არსებობს სოციალური დაცვა, რაც მოსახლეობის ნახევარს აიძულებს, საკვებზე ფული დაზოგოს.