ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში 200-ზე მეტი ტერორისტია დაკავებული - Palitra News

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში 200-ზე მეტი ტერორისტია დაკავებული

2023-12-23 15:56:20+04:00

ღაზას სექტორში 200-ზე მეტი ტერორისტია დაკავებული. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ავრცელებენ. უწყების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის სამხედროებმა „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტი ტერორისტი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ოფიცერების ნაწილი მშვიდობიან მოსახლეობაში იმალებოდა.